ირაკლი კობახიძე - ყოფილი ელჩების განცხადება სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობაა - ასეთ განცხადებას ჩვენთვის ფასი ვერ ექნება

ყოფილი ელჩების განცხადება არის სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის ყოფილი ელჩების, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

კობახიძის თქმით, ასეთ განცხადებას მათთვის ფასი არ აქვს.

„ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად წინსვლას მიაღწიონ ამ საქმეში, თუმცა სტრასბურგის შემდეგ ეს არის წარმოუდგენელი. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ. აქაც ინტერესი იგივეა, რაც გვარამიას შემთხვევაში - პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღვივება. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, აქედან გამომდინარე, ვერც ასეთ განცხადებას ჩვენთვის ფასი ვერ ექნება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მკურნალობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს