აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია - მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იყო პოლარიზაცია და გვარამიას განცხადებებიც, რა თქმა უნდა, არის ამის დასტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია შეაწყალებინეს და ეს ძალიან ცუდია.
„შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება. ამას ვერ ახერხებენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით ოპოზიცია და იმისათვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ჩანს, რომ ვიღაცები არ იშლიან თავისას. ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება“, - განაცხადა კობახიძემ.