თინა ბოკუჩავა - „რუსულმა ოცნებამ“ პროცედურული ომი გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივად მომხდარიყო „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა - გაწვევის წესი კორუფციის უდიდეს საფრთხეს აჩენს

„რუსულმა ოცნებამ“ პროცედურული ომი გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივად და დეტალურად მომხდარიყო ისეთი მნიშვნელოვანი კანონის განხილვა, როგორიც „თავდაცვის კოდექსია“ - გაწვევის წესი კორუფციის უდიდეს საფრთხეს აჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ “თავდაცვის კოდექსთან” დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი წესი “კორუფციის ახალი ხვრელი გახდება”.

„დაჩქარებული წესით განიხილავენ „თავდაცვის კოდექსს“ და ცდილობენ, მეორე მოსმენით მიიღონ რიგგარეშე სხდომაზე. ფაქტობრივად, ამისთვის მოიწვიეს რიგგარეშე სხდომა. რაც შეეხება შინაარს - მთავარი პრობლემა გაწვევის წესია, რომელიც კორუფციის უდიდეს საფრთხეს აჩენს, განსაკუთრებით ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რომელიც კორუფციაზე დგას. ეს კორუფციის ახალი ხვრელი გახდება. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში სწორი გაწვევის სისტემა იყოს. ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპირებულია, ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. მომხსენებელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა