არჩილ თალაკვაძე - ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება - სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების დანიშნულება და აღადგინოს სრულფასოვანი კვება

ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება - სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების დანიშნულება და ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ამერიკის ყოფილი ელჩების მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, ელჩებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობა აწუხებს, აღნიშნულ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან „სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი საკითხის პოლიტიზებას ემსახურება“.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მას სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. ეს ფაქტია და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერცერთი ელჩის განცხადება ვერ შეცვლის. რაც შეეხება სანქციებს და იმას, რომ ნაბიჯებია გადასადგმელი - გვსურს ჯანმრთელობა ვუსურვოთ პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს. ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება - სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების დანიშნულება და მიიღოს მკურნალობა, ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არა სანქციები, არამედ ამ ორი პირობის შესრულება სჭირდება. ამიტომ ელჩებმა, მისმა მეგობრებმა, გარემოცვამ, ვისაც მისი ჯანმრთელობა მართლა აწუხებს, ამ ორ საკითხზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი საკითხის პოლიტიზირებას ემსახურება, რაც ექიმებს ხელს უშლის, რომ ამ ადამიანს სრულფასოვნად უმკურნალონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მკურნალობა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის