თავდაცვის მინისტრის მოადგილე - თუკი აცხადებ, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, მაშინ მიბრძანდით ალტერნატიულ შრომით სამსახურში ან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეთ!

თუკი აცხადებ, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, მაშინ მიბრძანდით ალტერნატიულ შრომით სამსახურში ან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეთ! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააკეთა.

გიორგაძის თქმით, ალტერნატიული შრომითი სამსახური არანაირად არ იქნება დაკავშირებული სამხედრო ფუნქციების შესრულებასთან.

„ჩვენ არ განვმარტავთ და არ ვაფასებთ არის და თუ არა ორგანიზაცია რელიგიური ორგანიზაცია. მათ შორის თუ „ბიბლიური თავისუფლება“ მოისურვებს, შეგვიძლია ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სხვადასხვა მრავალფეროვანი ფორმა შევთავაზოთ და მათთვისაც მაქსიმალურად სასარგებლო იყოს“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის სხდომაზე.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტით, რომლის განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მიმდინარეობს, 27 წლამდე ასაკის სასულიერო პირები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. მათ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოუწევთ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს