საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასისთან „საქართველოსა და ევროპისთვის მნიშვნელოვან დროს” შეხვედრა გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, საუბარი შეეხო გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომელსაც „საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს“.
„ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას”, - წერს პრეზიდენტი.