გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თობიას ლინდნერი საქართველოში 2023 წლის 12 ივლისს სამუშაო ვიზიტით ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, თობიას ლინდნერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიას, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, სხვა პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
„შეხვედრებზე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ ისაუბრებენ. მათ შორის, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით. გარდა ამისა, საუბრის თემა ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია იქნება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.