ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

როგორც ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოცემულ შემთხვევაში საუბარია სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე იმ მიზეზით შეწყვეტაზე, როცა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილია სხდომების ნახევარზე მეტი. ქადაგიშვილის თქმით, საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს და შესაბამისს დასკვნას მოამზადებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდის. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში