გრიგოლ გიორგაძე - მინისტრის მოადგილეებთან მიმართებაში ჩინებთან დაკავშირებით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტით არანაირი სიახლეები არ არის

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტით არანაირი სიახლეები ჩინებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილეებთან მიმართებაში არ არის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის კოდექსის მიღება ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას და გაუმჯობესებას და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.

„არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური წოდებები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, მათ შორის, სხვადასხვა ძალოვანი უწყებებიდან გადმოვიდნენ თავდაცვის უწყებაში, სპეციალური წოდებებით. ადამიანის უფლებების კუთხით, რომ დავანებოთ თავი მინისტრის მოადგილეებს, სხვა პოზიციებზეც არიან ასეთი ადამიანები და არ შეიძლება მათ უკვე მინიჭებული წოდებები ჩამოერთვათ. სამოქალაქო ოფისში წოდებები ვისაც აქვს, მათ შორის, მინისტრის მოადგილეებს, აღარ მოხდება წოდებრივი განვითარება.

ხოლო რაც შეეხება ზოგადად რეფორმას - სამხედრო სტატუსის მქონე პირები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იქნებიან 2025 წლიდან. სხვა ძალოვან უწყებებში თუ სამხედრო სტატუსით იყვნენ ადამიანები, ეს სტატუსი სპეციალურ წოდებად გადაკეთდება და შეუნარჩუნდებათ ყველა ის ბენეფიტი და სოციალური გარანტიები, რაც ამ წოდებას თან ახლავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვები. უმნიშვნელოვანესია ამ დოკუმენტის მიღება, ეს არის ეროვნული ინტერესი, ვინაიდან ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას და გაუმჯობესებას და ნატოს-თან თავსებადობის ამაღლებას. ეს ყველაფერი არის ეროვნული ინტერესი. მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც განაპირობებს ჩვენი თავდაცვის ძალების კიდევ უფრო მეტ განვითარებას და წინსვლას. ყველა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის