თინა ბოკუჩავა - ეს არის სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ - გაცდენებს „რუსული ოცნების“ არცერთ სხვა დეპუტატს არ უთვლიან, სერგეენკოს დაუთვალეს იმიტომ, რომ მან მონური მორჩილება არ აირჩია

ეს არის სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ, გაცდენები არის მხოლოდ საბაბი, გაცდენებს „რუსული ოცნების“ არცერთ სხვა დეპუტატს არ უთვლიან და მაინც და მაინც სერგეენკოს დაუთვალეს იმიტომ, რომ მან მონური მორჩილება არ აირჩია კონკრეტულ მნიშვნელოვან და წყალგამყოფ მომენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დავით სერგეენკო იმის გამო „გააძევეს პარლამენტიდან, რომ მან რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა“.

„ეს არის საბაბი. რეალურად დავით სერგეენკო გააძევეს „რუსული ოცნების" უმრავლესობის წევრებმა პარლამენტიდან იმის გამო, რომ მან რუსულ კანონს არ დაუჭირა მხარი და ოცნების ყველა დეპუტატი, რომელმაც გაბედა და შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე არ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, დაისაჯა. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ, გაცდენები არის მხოლოდ საბაბი, გაცდენებს „რუსული ოცნების" არცერთ სხვა დეპუტატს არ უთვლიან და მაინც და მაინც სერგეენკოს დაუთვალეს იმიტომ, რომ მან მონური მორჩილება არ აირჩია კონკრეტულ მნიშვნელოვან და წყალგამყოფ მომენტში, როდესაც სხვა უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს და საკუთარი მოქალაქეები აგენტებად შერაცხეს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს. უკვე მოწვეულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განხილავენ.

კომიტეტი სხდომას 14 ივლისს გამართავს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა