ირაკლი კობახიძე - აეროპორტის გაფართოების კუთხით ორი ვერსია განიხილება - ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით ყველაფერი სპეკულაციაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აეროპორტის გაფართოების კუთხით ორი ვერსია განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით ათასი სპეკულაციაა, თითქოს ეს, რაღაც მიზანმიმართულად კეთდება. მე როგორც ვიცი, აეროპორტის გაფართოების კუთხით ორი ვერსია განიხილება. ერთი არის არსებულის გაფართოება და მეორე- ახალი აეროპორტის მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული იყო ვაზიანის აეროპორტი. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. დანარჩენი, ყველაფერი უბრალოდ სპეკულაციაა. ზოგადად, აეროპორტის რესურსების გაფართოება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და ამას სჭირდება შესაბამისი რესურსები ავიაციის და აეროპორტის კუთხით“, -განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა