სალომე სამადაშვილი - საქართველოს უთხრეს, რომ მისი ხელისუფლების მიერ ჩაგდებული რეფორმების გამო, ჩვენთვის კიდევ მრავალი წელი დარჩება ნატოს კარი დახურული - რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებამ დაგვტოვა ნატოში გაწევრიანების შემოკლებული გზის გარეშე

საქართველოს უთხრეს, რომ მისი ხელისუფლების მიერ ჩაგდებული რეფორმების გამო, ჩვენთვის კიდევ მრავალი წელი დარჩება ნატოს კარი დახურული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოს არანაირი მომავალი არ აქვს არც ევროკავშირში და არც ნატოში და ეს გვითხრეს ვილნიუსის სამიტზე, სადაც არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მიეწვიათ ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან რუსეთის მოკავშირე ხელისუფლების მეთაურს, ცხადია, ნატოს სამიტზე ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების საბოტაჟი არის სწორედ, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟი.

„უკრაინას შეუმოკლეს გზა ნატოსკენ იმიტომ, რომ განსხვავებით საქართველოსგან, უკრაინას დღეს არ ჰყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება და რუსეთი არ მართავს უკრაინას. საქართველო დარჩა სამწუხაროდ, იგივე ჩანაწერის გარეშე და მეტიც, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ვართ უკან წასული, რადგან არათუ არანაირი პროგრესი არ არის, არამედ ჩვენ გვითხრეს რეალურად, რომ ქვეყანაში რეფორმები არ მიმდინარეობს. ეს ხდება იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ამოცანა არ არის ნატოში გაწევრიანება, შესაბამისად, საბოტაჟი აქვს მოწყობილი რეფორმებისთვის „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების საბოტაჟი ეს არის სწორედ, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟი. რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ სახით დაგვტოვა ნატოში გაწევრიანების შემოკლებული გზის გარეშე, როდესაც ჩვენ ძალიან რეალური შანსი გვქონდა, რომ მიგვეღო იგივე, რაც მიიღო უკრაინამ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა