ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია „თავდაცვის კოდექსის“ მიღებაზე შფოთავს, რადგან შემოსავლის წყაროს დაკარგავს - ორი პარტია ქრთამს იღებდა იმაში, რომ ადამიანებს სამხედრო გაწვევისთვის თავი აერიდებინათ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ საშუალებით ორი პარტია ქრთამს იღებდა იმაში, რომ ადამიანებს სამხედრო გაწვევისთვის თავი აერიდებინათ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ახალი „თავდაცვის კოდექსის“ მიღებაზე შფოთავს, რადგან შემოსავლის წყაროს დაკარგავენ.

„ერთადერთი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია შფოთავს, არის ის, რომ მათ შემოსავლის წყარო დაკარგეს - კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ორმა პარტიამ შემოსავლის წყარო დაკარგა. ისინი ქრთამს იღებდნენ იმაში, რომ ადამიანები თავს სამხედრო გაწვევას არიდებდნენ. ეს არასწორია, რა თქმა უნდა, სასურველი და აუცილებელია სისტემის მოწესრიგება, როგორც გაწვევის ნაწილში და ზოგადად თავდაცვის სფეროში, ამას ეს „თავდაცვის კოდექსი“ ემსახურება, რომელიც არის წარმოდგენილი. მიმდინარეობს განხილვა საკმაოდ ინტენსიურად, ყველას აქვს შეკითხვების დასმის საშუალება, პასუხების მიღების საშუალება და დაველოდოთ, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, აუცილებელია „თავდაცვის კოდექსის“ მიღება, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა