ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა

ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას, ელინა ვალტონენს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები მაღალი შეფასება მისცეს და ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე. აღინიშნა ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე.

ნატოში გაწევრიანების კონტექსტში, დადებითი შეაფასება მიეცა ვილნიუსის სამიტს და საქართველოს მიმართ გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს.

ფინელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ილია დარჩიაშვილმა ელინა ვალტონენი ვიზიტით საქართველოში მოიწვია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა