არჩილ თალაკვაძე გვარამიას ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა „ნიკა გვარამიებთან“

ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა „ნიკა გვარამიებთან“, პრინციპში იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტს, სადაც ის ევროპარლამენტარებს ხვდება.

თალაკვაძის შეფასებით, ნიკა გვარამია ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსია.

„ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა „ნიკა გვარამიებთან“, პრინციპში იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში. სინამდვილეში, ადამიანი, რომელიც იყო საქართველოში მედიის მიმართ დარბევების უკან, ამის მთავარი შემფუთავი და ამის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელი იყო. თუ ასე გააგრძელებენ, ეს მათი არჩევანია, ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ სჯერა, რომ ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედიის ფლაგმანი. როგორც ჩანს, თავისუფალ მედიას, რომელზეც საუბრობს ლექსმანი, თუ კუბილიუსი, პრობლემები აქვს, იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანების წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე სულ სხვა არის და ჩვენ გვჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მედიას არბევენ, ვერ უხელმძღვანელებენ თავისუფალ მედიას და ვერც თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდებიან.

რაც შეეხება ამ ტერმინს - „მედია ზონდერს“, ეს დაწინაურება იქნებოდა გვარამიასთვის. მე არა მგონია, რომ მას ამხელა თანამდებობა ჰქონდეს მედიაში. პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარი თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ის არ გახლავთ. ის არის ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ ნიკა გვარამიასთვის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მინიჭება, ესეც არის მისთვის დაწინაურება, ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზაცია სამწუხაროდ, შეცდა თავის არჩევანში, თუმცა ეს გვარამიასთვის დაწინაურებაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტარებს ხვდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის