ბათუმი FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში FIABCI უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფორუმი Batumi Real Estate 2023 გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი მაიამიში გამართული FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესისა და მსოფლიო ოსკარად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო დაჯილდოების გამარჯვებული წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, ასევე არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები იღებენ.

ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონში ტურიზმისა და დეველოპმენტის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, საერთაშორისო აღიარებებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ტურიზმისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "ფიაბსი ჯორჯიას" საპატიო წევრის წოდება მიენიჭა.

„FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდა. ფორუმზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში B2B შეხვედრები გაიმართა.

ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის