თეონა აქუბარდია - რადგან „ქართული ოცნება“ პრეზიდენტთან დაპირისპირებაშია, გადაწყვიტა, პრეზიდენტს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლება, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის საბჭო პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე შეკრიბოს

გამომდინარე იქედან, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტთან დაპირისპირების რეჟიმშია, გადაწყვიტა, პრეზიდენტს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლება, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის საბჭო პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე შეკრიბოს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება.

საუბარია პრეზიდენტის სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭოზე, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, საომარი მდგომარეობის დროს იქმნება და მას პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. ამასთან, კანონმდებლობით, ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით იწვევს და საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ იმართება. აქუბარდიას შეფასებით, ამ თვალსაზრისით, კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.

„თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ „ცისფერი მთები - ტიანშანის“ სულისკვეთებით ორი სათაური დატოვა - კონსტიტუციის თანახმად, ერთი მხრივ, საომარი მოქმედებების დროს გვაქვს თავდაცვის საბჭო, მეორე მხრივ, გვაქვს უსაფრთხოების საბჭო - პრემიერ-მინისტრთან. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ჩემი რჩევა იყო, რომ ერთი საბჭო ყოფილიყო და თუნდაც პრემიერთან, თუმცა თავი გაიგიჟეს და ორი საბჭო გააკეთეს - ერთი კანონით და ერთი - კონსტიტუციით. ახლა კი, „ქართულმა ოცნებამ“, გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტთან დაპირისპირების რეჟიმშია, გადაწყვიტა, პრეზიდენტს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლება საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის საბჭო პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე შეკრიბოს, რომელიც არის მისი სათათბირო საბჭო და პრემიერის თანხმობა არ სჭირდება, თუმცა ეს კანონში გვიწერია. ვერ მოვისმინე ვერც-ერთი არგუმენტი, თუ რატომ ზღუდავენ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას თავდაცვის საბჭო პრემიერ-მინისტრი თანხმობის გარეშე მოიწვიოს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტი არის ფრონტის ხაზი „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ, რაც არასწორია.

„აქცენტი ქვეყნის თავდაცვაზე უნდა ყოფილიყო და არა „გირჩთან“ დაპირისპირებაზე. კანონპროექტი დიდწილად რეპრესიულია“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა