ალეკო ელისაშვილი ვილნიუსის სამიტზე - დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს - ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა

ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს ლიდერებმა „ქართული ოცნებისგან“ ღია სიგნალი მიიღეს, რომ საქართველოს არ უნდა ნატო და „შესაბამისად, სადაც არ გვინდა, იქ არ დაგვიძახეს და ეს არის სამარცხვინო ლაქა „ქართული ოცნების“.

„ძალიან დამთრგუნველია, როდესაც ფორმალურად მაინც ნატოს მოსურვე ქვეყანა, საქართველო არანაირად არ იყო წარმოდგენილი ნატოს სამიტზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს. ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. იმდენს ითრევენ ფეხს, რომ ნატოს ლიდერებმა ღია სიგნალი მიიღეს, რომ ამ ქვეყანას არ უნდა და ძალით ხომ არ დაგვიწყებენ ხვეწნას. შესაბამისად, სადაც არ გვინდა, იქ არ დაგვიძახეს და ეს არის სამარცხვინო ლაქა „ქართული ოცნების“ და ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მართალია, ვერც უკრაინას ვერ უთხრეს სასარგებლო და ხეირიანი, მე გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, მაგრამ ეს რუსეთის მუდმივი შიში მაინც მოჰყვება ევროპას შლეიფად“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს