ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა საფრანგეთიდან შორს სასროლი შეიარაღების გარდა დამატებით განაღმვის საინჟინრო მოწყობილობასაც მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საფრანგეთიდან, შორს სასროლი შეიარაღების გარდა, დამატებით განაღმვის საინჟინრო მოწყობილობასაც მიიღებს.

აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის და დამატებითი შეიარაღების მიწოდების საკითხები განიხილეს.

„შევხვდი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მთავარი თემა თავდაცვაა. მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. განვიხილეთ შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის საკითხები, შევთანხმდით დამატებითი მოწყობილობის მიწოდებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის