„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია ახალ პროექტს იწყებს

„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გერმანიის განვითარების ბანკის პროექტების მენეჯერთან, რობერტ რუთთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აღინიშნა, რომ ღონისძიების ერთობლივად განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული გამონაბოლქვი.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას.

„დედაქალაქის მერიას ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს დაწყებული. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილებები გარდაუვალი იყო. საუბარია ქალაქში ავტომანქანების რაოდენობაზე. მოხარული ვარ, რომ რეფორმის განხორციელებაში ძალიან ბევრი უწყებაა ჩართული, რადგან ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის პროექტი არ არის და მასში ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. პროგრამის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, KfW-ს და მის გუნდს. ეს მხოლოდ ფინანსური დახმარება არაა, ეს არის კვალიფიციური გუნდი, რომელიც ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად, შემუშავდება ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომაც. კერძოდ, „ჭკვიანი (ITS) სისტემების“ დანერგვით, გათვალისწინებული იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხიც.

„მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“, რომელიც ხუთწლიანია, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი, გერმანიის განვითარების ბანკის, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის