მამუკა  მდინარაძე - გავრისკეთ და უკრაინას ყველა პლატფორმაზე, მათ შორის რუსეთის ჰააგაში გასამართლებას მხარი დავუჭირეთ, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, სამეულში ვართ - დამნაშავე სააკაშვილის გამო ის ელჩი გამოუშვეს, რომელსაც კიევი დაბომბვის დროსაც არ დაუტოვებია

როდესაც ჩემი მეგობარი ხარ, ძალიან დიდ ბიჭებთან ჩხუბობ და მათთან შედარებით, სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ვარ, ისეთი ძალა არა მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ღმერთმა კარგად გამყოფოს, შენ აუცილებლად გადარჩები, შენ შეიძლება გაიმარჯვო კიდეც, მოერიო, მხარს კიდევ უფრო დიდი ბიჭები გიმაგრებენ, მაგრამ მე თუ ამ ჩხუბში შემოგყევი და ცენტრში აღმოვჩნდი, აუცილებლად მომკლავენ, გადარჩენის შანსი არა მაქვს, მაშინ მე გეტყვი: - თუ ძმა ხარ, ნუ გამწირავ და რაც შემეძლება გვერდით დაგიდგები, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინაზე საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველომ გარისკა და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ომისთვის რუსეთის ჰააგაში გასამართლებაზე, უკრაინას მხარი დაუჭირა.

„აქ ჩვენმა კოლეგამ გვითხრა: - ყოველთვის, როცა ქართულ ტრადიციებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ მეგობარს ჩხუბში დახმარება სჭირდებაო - ბიჭურ ამბებზე გადავიდა...

რაღაც პროპორცია რომ ავიღოთ - ოთხ კაცს რომ ეპატიჟებიან ომში, სადაც ერთმანეთში 42 და 144 იბრძვის და მხარს ათასზე მეტი უჭერს, ამ პროპორციით ოთხ კაცს რომ ეპატიჟები: - მოდი და მოკვდი აქო, თუ ეს გარანტირებულ სიკვდილს და განადგურებას იწვევს, მე ყველაფერს გავაკეთებ, მორალურად, ფიზიკურად მხარს დაგიჭერ, მაგრამ ცენტრში ბრძოლაში არ შემოვდივარ იმიტომ, რომ ეს ოთხი ადამიანი - ჩემი 4 მილიონიანი მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადავარჩინო.

გავრისკეთ და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ამ ომისთვის რუსეთი ჰააგაში რომ უნდა გასამართლდეს, მხარი დავუჭირეთ. საქართველო 400-ზე მეტ დოკუმენტს შეუერთდა, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, სამეულშია.

დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილის გამო ის ელჩი გამოუშვეს, რომელსაც დაბომბვის დროსაც არ დაუტოვებია კიევი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის