მამუკა მდინარაძე - ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს, ჯარზე, „თავდაცვის კოდექსზე“ და კანონზე გველაპარაკებოდნენ, სამწუხაროდ, ამაში მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი

ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს, ჯარის, „თავდაცვის კოდექსზე“ და კანონზე გველაპარაკებოდნენ, სამწუხაროდ, ამაში მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ არ აინტერესებთ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ისინი დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მისივე თქმით, დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი - ეს იყო ფულის კეთება.

„ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი რომ ჩვენი სახელმწიფოს სიამაყეა, ამას ალბათ ყველა ეთანხმება, როგორი პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გაუვა და ეს სიამაყე საქმემ უნდა განამტკიცოს, საქმემ, რომელიც ჩვენს ჯართან დაკავშირებულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის და მეტის არაფრის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ რეალურად არ აინტერესებთ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. მათ აინტერესებდათ დროის გაწელვა და დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, დატოვეს სხდომათა დარბაზი. ეს ყველაფერზე მეტყველებს. ამ დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი - ეს იყო ფულის კეთება. ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან, მოძებნეს კიდევაც სამწუხაროდ წლების განმავლობაში და თავს აარიდებინებენ ჯარს და სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს - საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარის და თავდაცვის კოდექსზე და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში სამწუხაროდ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო ისე როგორც არასდროს აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, „თავდაცვის კოდექსი“ კი ამაში ხელს შეუწყობს და კიდევ "უფრო წაგვწევს წინ".

„ჩვენი თავგანწირვა და გაწეული შრომა სამწუხაროდ არ ფასდება და პირდაპირ ვთქვათ, არც უკრაინას დაუფასდა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ ამ თემაზე, დღეს უკრაინის მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატოში. ამ თავის შეწირვის და თავის გაწირვის, ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატოში და კონკრეტულად რა პირობები იქნება მაშინ. ზოგმა თქვა, ჩენმა პარტნიორმა, კოლეგამ, მათ ვუდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ ესეც სათქმელია, ლიდერების დონეზე ითქვა, რომ უკრაინა მაშინ მიიღებს ნატოს წევრობას, როდესაც ომი დამთავრდება და რუსეთთან ომს მოიგებს. ასეთი მოცემულობა განსაზღვრეს წინასწარ და მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყანას დაითანხმებენ, რაც ომს მოიგებს და თავსებადი გახდება ნატოს სტანდარტებთან, ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ მათ ექნებათ მიწვევა ნატოში. უკრაინას არ უფასდება ჩემი აზრით და ბოდიში, თუ ძალიან სუბიექტური ვარ ამ განწყობაში.თუმცა იმედია, რომ რაღაც საკითხები რაც შედარებით ადვილად გადაწყდა, მომავალში მაინც რაღაც გავლენას იქონიებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა