პარლამენტმა მეორე მოსმენით “თავდაცვის კოდექსი“ მიიღო

რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.

პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, რომლის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, შემოაქვს სამხედროებისათვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს.

“თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული - ეს ის არ არის, რომ კანონი უბრალოდ დაიწერა. ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულშემატკივრობს მაქსიმალურად იყო ჩართული“, - განაცხადა გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის დასრულებისას.

პარლამენტი “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება. მას სექტემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს