სამინისტრო - კახეთის მხარეში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

კახეთის მხარეში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსავლის აღების სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, შირაქის ველზე გაეცნო.

როგორც მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული 300-მდე კომბაინი. მოსავლის აღების და დაბინავება-რეალიზების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული ათასი ტონა ხორბალი უკვე ჩაბარებულია.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილის განცხადებით, შირაქის ველზე მოსავლის 90 პროცენტი უკვე აღებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, მეხორბლე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ არის.

„აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დედოფლისწყაროში ხორბლის შესანახი სასაწყობე მეურნეობაშიც იმყოფებოდა, სადაც ხორბლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. სასაწყობე მეურნეობა, რომელიც მეხორბლე ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილს ეკუთვნის, დღის განმავლობაში, საშუალოდ, 800 ტონა ხორბალს იბარებს. მიმდინარე წელს, აღნიშნულმა მეურნეობამ, დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალი უკვე ჩაიბარა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის