ანონსი  13 ივლისი

13 ივლისს, 10:30 საათზე, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მის: ლუბლიანას ქ. # 13ბ. „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ოფისი.

საკონტაქტო: 551 51 35 14

13 ივლისს, 11:00 საათზე, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ხელვაჩაურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ხელვაჩაურის ყოფილი გამგებლის ნადიმ ვარშანიძის იმპიჩმენტის მოთხოვნა:

მის: ბათუმი, უმაღლესი საბჭო

საკონტაქტო: მიშა ბოლქვაძე - 577 03 21 05

13 ივლისს, 11:00 საათზე, გენეტიკური ლაბორატორიის შექმნასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, აშშ-ის ელჩი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა (CDC) და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები ეწვევიან.

მის: ვასო გოძიაშვილის N49

საკონტაქტო: ანა ისაკაძე - 598 17 01 84

13 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერის, მიხეილ სოხაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში - რა გზით შეიძლება, დაემართოს დაავადება ადამიანს. ცხელი სეზონი და უვნებლობის ნორმები - რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 ივლისს, 13:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა შველიძე პარტიის ადვოკატთან, ლაშა ტყეშელაძესთან ერთად სახალხო დამცველს შეხვდება.

თემა: სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ძალადობა.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.80

საკონტაქტო: ლაშა ტყეშელაძე - 557 55 95 59

13 ივლისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირების დაკავების შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: თბილისი, გულუას ქუჩა N10

13 ივლისს, 16:30 საათზე, ევროკავშირის საელჩოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს შეხვდებიან.

მის: ჭავჭავაძის #64

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა