რუსეთის თავდაცვის უწყება - „ვაგნერმა“ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკა გადასცა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ „ვაგნერის“ კუთვნილი ორი ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, გადაცემულ აღჭურვილობასა და იარაღს შორისა არის ასობით ტანკი, „გრადი“ და „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, „პანცირის“ სარაკეტო სისტემა, თვითმავალი საარტილერიო სამაგრები, ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა.

უწყების ინფორმაციით, ჩამოთვლილი აღჭურვილობისა და იარაღის ათეულობით ელემენტი საბრძოლო პირობებში არასდროს ყოფილა გამოყენებული.

გარდა ამისა, არმიამ „ვაგნერელებისგან“ მიიღო 2500 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა და დაახლოებით 20 000 მცირე ზომის იარაღი.

„ყველა ტექნიკა და იარაღი მიტანილია ზურგის ზონებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სარემონტო-აღდგენითი განყოფილებები ახორციელებენ ტექნიკურ მოვლას და გამოსაყენებლად მომზადებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის