თაკო ჩარკვიანი ოპოზიციიდან პრემიერობის სავარაუდო კანდიდატურაზე - ხაბეიშვილიც საინტერესო „ტიპია“, მარტივად უყურებდნენ ამ ადამიანს და საკმაოდ კერკეტი და მუშა „ტიპი“ შერჩათ

ლევან ხაბეიშვილიც ძალიან საინტერესო „ტიპია“, ძალიან მარტივად უყურებდნენ ამ ადამიანს და საკმაოდ კერკეტი და მუშა „ტიპი“­ შერჩათ , - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაერთიანებული ოპოზიციის სავარაუდო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, წელიწად-ნახევრით ადრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი არასწორია.

„მე მივესალმები ერთ დიდ გაერთიანებულ გუნდს ნიჭიერი ადამიანებით. წელიწად-ნახევრით ადრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი და ადამიანების გაღიზიანება არასწორი იქნება. მე ვუყურებ იქ ახალგაზრდა ლევან ხაბეიშვილს. ძალიან მარტივად უყურებდნენ ამ ადამიანს და საკმაოდ კერკეტი და მუშა ტიპი შერჩათ, ძალიან საინტერესო ტიპია, ასევე“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანი გადაცემაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც იგი გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება.

თაკო ჩარკვიანის თქმით, წინა არჩევნებზე მან თავად დააყენა გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, თუმცა ამ ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

„მე გიორგის სხვებზე ადრე ვესალმებოდი ამ საკითხში. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ეს იყო თამარ ჩარკვიანი, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი წინააღმდეგობით შეხვდა ამ ყველაფერს განსაკუთრებით, ნიკა მელია, ჩემთან სახლში დარეკვით, ლანძღვით, ოფისში ლანძღვით და მთელი ამბებით.

სხვათა შორის, იგივე მიშას ჰქონდა ნათქვამი თავის დროზე, მახსოვდა, რომ ეს მიშას ჰქონდა ნათქვამი, ამას „ჩავავლე“, ვიფიქრე, რომ რაღაც კონსოლიდაციის რესურსი შეიძლება არსებობდეს. მაშინ უკრაინაში იყო მიშა და ხომ გახსოვთ თქვა, მე ქვეყნის მართვასაც ჩავაბარებდიო. მაშინ ვთქვი, რომ ამბობთ ხოლმე ადამიანები არ არიან, აგერ არის-მეთქი გიორგი ვაშაძე. ამას მოჰყვა ნიკა მელიას წარმოუდგენელი გაღიზიანება. კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი, ისე მოხდა, რომ სამუშაო დღე იყო, ძალია მძიმე საუბარი გვქონდა. ძალიან გაკვირვებული დავრჩი მაშინ მე მისგან. მე მას ტელეფონი გავუთიშე. ვუთხარი, რომ ამ „ტონალობით საუბარი არ გაბედო მეორედ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის