„ევროოპტიმისტებმა“ მიგრაციის საკითხზე პრეზენტაცია გამართა

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ თემაზე - „მიგრაცია საქართველოში, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე“ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ წარადგინეს.

მათი განცხადებით, მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რადგან ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.

„საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი გამოიხატება ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მასშტაბური მიგრაციით და შობადობის კლებით. მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რადგან ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა არის ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ამაღლებას და შედეგად - მოსახლეობის რიცხოვნობის სტაბილიზაციას; 2013-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4.2%-ით იზრდებოდა. დაბალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ანაზღაურება, უმუშევრობა და უიმედობა მიგრაციის მთავარი მიზეზია; ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა. პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა და ადამიანები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში. ამასთან, ამავე პერიოდში მოქალაქეების დიდი ნაწილი დროებით დაბრუნდა ემიგრაციიდან. 2021-2022 წლებში კი საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა; 2022 წელს ქვეყანა საქართველოს 46.4 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში დაფიქსირებული უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ანუ მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. ეს მაჩვენებელი მაღალი იყო 2021 წელსაც, - 40 825; 2012-2022 წლებში 244 966 საქართველოს მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის მოსახლეობას აღემატება;

2012-2022 წლებში 225 865 უცხო ქვეყნის მოქალაქე დამკვიდრდა საქართველოში; 2012-2022 წლებში 93 872 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში, მხოლოდ 2022 წელს კი 56 369", - აღნიშნეს პრეზენტაციაზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს