თეონა აქუბარდია - საქართველო ვილნიუსის  სამიტზე წარმოდგენილი არ იყო არა თუ ნატო-ს ლიდერებთან ერთად, არამედ არც სხვა მომიჯნავე ღონისძიებებზე - ეს გზავნილია, რომ ნატო კრიტიკულად აფასებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას

საქართველო ვილნიუსის ნატოს სამიტზე წარმოდგენილი არ იყო არა თუ ნატო-ს ლიდერებთან ერთად, არამედ სხვა მომიჯნავე ღონისძიებებზე, რაც კიდევ ერთი გზავნილია იმისა, რომ ნატო კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდიას შეფასებით, საქართველოსთვის ნატო-ს სამიტი წარუმატებელი იყო.

„თუკი ნატო-ს სამიტებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა სამიტზე მისალმება იყო დემოკრატიული რეფორმების მიმართ, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში აღარ გვახსოვს. ნატო ვილნიუსის სამიტზე მკაფიო იყო, როცა საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდეს ისე, რომ ჩვენი პროგრესი არ შეუფასებიათ. ასევე, არანაირი დამატებითი პაკეტი არ მიგვიღია, წინა სამიტისგან განსხვავებით“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა