თუ ცივი გონებით გავაანალიზებთ, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ საქართველოს უკრაინის შესაშური არაფერი არ აქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტური სიბეცე.
„ოპოზიცია არის მთლიანად ხელმოცარული და აპელირებს ისეთ თემებზე, რომლებსაც თუ ცოტა ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. თუ ცივი გონებით გავაანალიზებთ, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ საქართველოს უკრაინის შესაშური არაფერი არ აქვს. პირველ რიგში განსხვავება ვიპოვოთ იმაში, რომ უკრაინაში უმძიმესი ომი მიმდინარეობს და ამ ფონზე უკრაინის და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტური სიბეცე ან სრული სპეკულაცია ან საერთოდ ის, რომ სამშობლოს აღქმა არ გააჩნიათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.