IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე) სრული აკრედიტაცია მიენიჭა.

როგორც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ეკა დევიძემ განაცხადა, აღნიშნილ პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის, ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის და აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების და კრიტერიუმების გათვალისწინებით; ასევე, ტურიზმის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, პრაქტიკის განმახორციელებელი ობიექტების წარმომადგენლების და პოტენციური დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით.

IBSU-ს ცნობით, ტურიზმის პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს