მიხეილ სარჯველაძე - როცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, არ მგონია, ვინმეს იმის თქმის საფუძველი ჰქონდეს, რომ ნატოსკენ უკრაინის გზა შემოკლებულია, ხოლო ეს გზა საქართველოსთან მიმართებით არის განსხვავებული

იმ ფონზე, როცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, არ მგონია, ვინმეს იმის თქმის საფუძველი ჰქონდეს, რომ ნატოსკენ უკრაინის გზა შემოკლებულია, ხოლო ეს გზა საქართველოსთან მიმართ განსხვავებულია - ყველაფერს მომავალი აჩვენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძის აზრით, ვილნიუსის სამიტის საქართველოსთვის წარუმატებლად წარმოჩენა პოლიტიკური ოპოზიციის სურვილია, ხოლო თუკი სამიტის შესახებ ინფორმაციას მშრალად, ყოველგვარი ემოციის გარეშე გავეცნობით, დავინახავთ, რომ რაიმე წარუმატებლობაზე საუბარი ზედმეტია.

სარჯველაძის თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთის მხრიდან აგრესია მიმდინარეობს, ყველასთვის გასაგებია, რომ ყურადღების ცენტრში უკრაინა იქნებოდა.

„ის, რომ უფრო მეტი ყურადღება უკრაინის მიმართ იყო დათმობილი, აბსოლუტურად ლოგიკურია. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხოლო საქართველოში ომი არ მიმდინარეობს, უკრაინასა და საქართველოს ერთნაირი ყურადღება უნდა ჰქონოდა მიპყრობილი, ეს შეუძლებელი იქნებოდა.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ ვის დაუმოკლდა ან არ დაუმოკლდა ნატოსკენ სავალი გზა, მხედველობაშია მისაღები, რომ უკრაინასთან მიმართებაში სამი კონკრეტული წინაპირობა დასახელდა, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებები მომავალშია მისაღები - ეს არის უკრაინის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოსთან მიმართებაში რეფორმების გაგრძელდება ყველასთვის გასაგებია და იმთავითვე ცნობილი ფაქტია. რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, ესეც ზუსტად იდენტურია - ისეთივე როგორიც უკრაინას აქვს.

საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ისე ცხადად და სერიოზულად არ განუცხადებია მისი ერთგულება ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა მაშინ, როცა ეს ყველაფერი საქართველოს კონსტიტუციაში ასახა.

არავის აქვს საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით ნაკლებად განმსჭვალულობა დააბრალოს. ოპონენტების კრიტიკა არის შეთხზული და გამოგონილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა