ოჯახს მიხეილ სააკაშვილთან სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვს, ამის გამო იკლებს წონაში, ეს არის ერთადერთი პრობლემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ოჯახს არაერთხელ შესთავაზა ექიმების მოწვევა.
„გახსოვთ, იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის გახსნილი იყო ამ თვალსაზრისით, ისინი იწვევდნენ მათ შორის, ოჯახის ხაზით ექიმებს, ოჯახს შესთავაზეს, ნებისმიერი ექიმი მოეწვიათ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდა. ხედავთ, რომ არაფერი დასამალი არავის არ აქვს. მთავარი პრობლემა იცით, რაშიც მდგომარეობს, ეს არის ის, რომ ოჯახს მიხეილ სააკაშვილთან სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვს, ამის გამო იკლებს წონაში, ეს არის ერთადერთი პრობლემა, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და ეს პრობლემაც აღარ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუკი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება დადგინდება, აიღებს თუ არა ის და მისი გუნდი აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, კობახიძე ასე პასუხობს:
„პასუხისმგებლობა ოჯახს აქვს იმაზე, რომ არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.