კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პრაგმატული პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ამ ქვეყნისთვის - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს - კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პრაგმატული პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის სწორი ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ ვილნიუსის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის მოპოვებაა.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც უნდა მივაღწიოთ და მოვიპოვოთ არა ომით, ძალადობით და დაპირისპირებით, არამედ უნდა მოვიპოვოთ განვითარებით, ძლიერი ეკონომიკით, გონიერებით და განათლებით“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო რუსულ საქმეს ემსახურებიან და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ არც საკუთარ თავს ეკუთვნიან და არც ქვეყანას.

„ისინი არიან სხვა ქვეყნის ინტერესის მატარებლები მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც უბრძანებენ პატრონები იმას ასრულებენ და აკეთებენ. ამ ეტაპზე ეს დაკვეთაა, რომ უნდა დაუპირისპირდნენ ეკლესიას და ხელისუფლებას „რუსეთუმე“ ეძახონ. ეს აქვთ დავალებული და თავიანთ დავალებას პირნათლად ასრულებენ“, - აღნიშნა კალაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა