საქართველო არის ყველანაირად მზად იმისათვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზაობა ნატო-ს მხრიდან არ არის.
„ყველა თვალსაზრისით ვართ ჩვენ ამისთვის მზად, თუმცა მზაობა არ არის მეორე მხარეს. თქვენ ხედავთ, რომ ამის მზაობა არ იყო არც 2006 წელს, არც 2008 წელს, არც 2012 წელს, არც ამის შემდეგ. ამას აქვს პოლიტიკური საფუძველი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ამის მიზეზი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავის დროზე უკრაინა და საქართველო რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, დღეს უკრაინაში არ იქნებოდა ის ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი, უკრაინაა.
„არ არის ეს აქტუალური შეკითხვა, შემიძლია თამამად გითხრათ. მაგალითად, იქ იყო ბოსნია წარმოდგენილი, მაგრამ არა პრემიერის დონეზე მიუხედავად იმისა, რომ ის არის ასპირანტი ქვეყანა. ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომლის იყო წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე, იყო უკრაინა. ზელენსკი იყო ჩასული, თუმცა ზელენსკისაც როგორ შეხვდნენ საზოგადოებამ დაინახა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.