ირაკლი კობახიძე - გაირკვა, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია - ლოგიკურია, რომ  გვარამია ევროპარლამენტში ჩადის და ხვდება იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არიან ჩართული

გაირკვა, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია - ლოგიკურია, რომ ჩადის გვარამია ევროპარლამენტში და ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამია ზუსტად ის ადამიანია, რომელიც 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში" შეჭრას ფუთავდა.

„კიდევ ერთხელ გაირკვა ის, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია. ეს მანამდე ვიოლა ფონ კრამონმაც თქვა. წინასწარ ჰქონდა მასთან შეთანხმებული ეს სალომე ზურაბიშვილს. მათ ბევრად ადრე იცოდნენ შეწყალების თაობაზე, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოებამ საქართველოში გაიგო.

რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ჩადის გვარამია ევროპარლამენტში და ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და ასევე, მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ გვარამია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას. ეს არის პირდაპირ ასოცირებული დამოუკიდებელ მედიაზე შეტევასთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელ, ნიკა გვარამიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე 2024 წლის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია მოსახლეობის ზეწოლა და დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები. „ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში ურთიერთობების ესკალაცია მოხდეს, რაც მოხდა გასული არჩევნების დროს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის და დაშნების მცდელობა იქნება. ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა, რომლის განცხადების თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს