ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციიდან პრემიერობის სავარაუდო კანდიდატურაზე - თემა მოგონილია და ყურით მოთრეული - სისულელე და სიგიჟეა პრემიერ-მინისტრობაზე მსჯელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ვაშაძე შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს, სისულელე უწოდა.

ხაბეიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ რაიმე სახის კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

„ჯერ არ არის არჩევნები ჩანიშნული. არ ვიცით რა კონფიგურაცია იქნება. სრული სისულელეა რამე თანამდებობებზე, მათ შორის, პრემიერ-მინისტრობაზე მსჯელობაც კი. ჩვენ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი გამოწვევა აქვს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, გაგვარუსებენ ბოლომდე თუ ვერ შეძლებენ, ამიტომ ყველა ასეთი თემა მოგონილია და ყურით მოთრეული. ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. სისულელეა და სიგიჟეა, რომ დღეს ვინმემ რამე თანამდებობაზე ისაუბროს, როცა რუსული პარტია ქვეყნის გარუსებას აპირებს. ტყუილია, რომ რამე მსჯელობა მიმდინარეობს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს საკითხებზე, რომელიც თანამდებობას ეხება.

ხაბეიშვილის თქმით, ორივე პარტიას საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ერთმანეთთან აქვთ კონსულტაცია.

„რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციას, დაწყებული გვაქვს და ვსაუბრობთ, გავაგრძელებთ კონსულტაციებს, მაგრამ ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს. ეს ეხება ოპოზიციის საერთო სტრატეგიას და ბრძოლის გეგმების განსაზღვრას და თანამშრომლობას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვსაუბრობთ, რომელიც ეხება რუსი ოლიგარქის დამარცხების გეგმებს და არა რამე თანამდებობებს და ა.შ.

კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. შედეგების შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ექნება ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება