„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლენტეხსა და ცაგერში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ლენტეხის ორგანიზაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი უხელმძღვანელებს. ცაგერის ორგანიზაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი. ხვალ, კონფერენციები გაიმართება ამბროლაურსა და ონში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა