შალვა პაპუაშვილი - სასიხარულო სიახლე - დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის გადაადგილება, პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოსა და სომხეთს შორის ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის კვეთის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც პაპუაშვილი წერს ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მოქალაქეებს უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს.

„სასიხარულო სიახლე! დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის გადაადგილება, პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რათა უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა”, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა