ირაკლი კობახიძე - რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა - ამ ყველაფრის უკან კონკრეტული მიზანი დგას, რაც არის პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტის გახსნა - ამას არ დავუშვებთ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა მოიფიქრა, რომ ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა, რაღაც დროში ეს გადაწყვეტილება შეცვალა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტარების მოწოდება, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, აბსურდული და სამარცხვინოა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებების მიზანი საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და მეორე ფრონტის გახსნაა.

„მიშას გათავისუფლების შესახებ განცხადებების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან. გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა მოიფიქრა, რომ ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა რაღაც დროში, ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ეს ყველაფერი უბრალოდ არასერიოზული და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არა უბრალოდ აბსურდული, არამედ სამარცხვინოა.

ამ ყველაფრის უკან კონკრეტული მიზანი დგას, რაც არის პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ქვეყნის არევა არ გვინდა, ქვეყანაში მშვიდობა გვჭირდება. ჩვენ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის რადისა და ევროპარლამენტარების გავლენის ქვეშ არ მოექცევა და ამ შემთხვევაში მაინც, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესშია.

„იმ ფაქტში, რომ უკრაინის რადამ სააკაშვილის შეწყალების გეგმის პროექტი დააინიციირა, კოორდინაცია ჩანს. თუ დააკვირდებით, ამ კოორდინაციაში, მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები არიან ჩართულები. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მეორე ფრონტისკენ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა დგას გადაწყვეტილებების უკან.

რაც შეეხება იმას, მოექცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი გავლენის ქვეშ, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესშია. ის იმოქმედებს არა კონკრეტული ადამიანების, არამედ ქვეყნის ინტერესის კარნახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება