ლევან ბეჟაშვილი - გიორგი ვაშაძის და მის გუნდთან თანამშრომლობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის მთავარი მიზანი არის ქვეყანაში რუსული რეჟიმის დამარცხება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნის მისაღწევად პარტია თანამშრომლობს ყველა სუბიექტთან, ვისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს, რომ საერთო სტრატეგიის, საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვიმოქმედოთ ერთად იმისთვის, რომ დავამარცხოთ საქართველოში რუსული რეჟიმი და მოვუპოვოთ საქართველოს ევროპული მომავალი. ამასთან მიმართებით გიორგი ვაშაძის და მის გუნდთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და ამოცანა არის რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში, სხვა პარტიების დამარცხება შეიძლება იყოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოპოვება, მაგრამ ეს არ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნას. საზოგადოების მოთხოვნა არის ის, რომ შეიცვალოს რუსული რეჟიმი საქართველოში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს