მიხეილ სააკაშვილი - უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის - დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები, ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს

უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის - ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე მის ბრძოლას თავისუფლებისთვის ვერ შეაჩერებს.

„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“,- წერს სააკაშვილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა