დიმიტრი სამხარაძე -  „გირჩმა“ დაიწყო მავნებლობა, სამწუხაროდ პრეზიდენტიც აყვა, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი საერთოდ არ იყო ადგილზე - ამოვიღე ვიდეოკადრები,  სადაც იმ დეპუტატების ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა

ჯერ „გირჩმა“ დაიწყო მავნებლობა, შემდეგ სამწუხაროდ, პრეზიდენტიც აყვა და ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი საერთოდ არ იყო ადგილზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პრეტენზიას „თავისი ფორმა აქვს“, რაც ოპოზიციამ არ ან ვერ დაიცვა. სამხარაძის მტკიცებით, ამოიღო ვიდეოკადრები, რითაც დასტურდება, იმ დეპუტატების ყოფნა დარბაზში, რომლებზეც „ხელაღებით საუბრობენ“, რომ კენჭისყრაში არ იღებდნენ მონაწილეობას.

„ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ პროცედურაზე აუხსნა ყველას, რომ ვეტოს დაძლევაზე თუ ხალხის რაოდენობაში ეჭვი შეეპარებოდა ვინმეს, ეგ პრეტენზია ერთ დეპუტატს კი არა, დეპუტატთა ჯგუფს უნდა დაეყენებინა და მაგას აქვს თავისი ფორმა, რაც ოპოზიციამ ვერ ან არ დაიცვა. შესაბამისად, ვეტო დაძლეულია.

მიუხედავად ამისა, მაგალითისთვის, მაინც ამოვიღე ვიდეოკადრები (სხვათა შორის იმდღევანდელი სტრიმიდან, ბევრი ძიება არ ჭირდებოდა და სხვებსაც მარტივად შეეძლოთ ნახვა), სადაც იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ასე ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ შორის ვარ მეც! საერთოდ არ ყოფილან შენობაშიო, კვირაზე მეტია ხალხს ატყუებენ!

მოკლედ, 77 დეპუტატი ადგილზე იყო, ერთზე არც დაგვიმალავს ბარათის გამოყენება!“, - წერს სამხარაძე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება