რუსეთში, ურალის ატომური სადგურის პერსონალი ევაკუირებულია

ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების საამქროში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია.

ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია.

სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს.

„როსატომი“ კი, ამ ადამიანს „დაჭრილს“ უწოდებს, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გამოცემა „E1“ იტყობინება, რომ ქარხნის 100-ზე მეტ თანამშრომელს სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს არა რადიოლოგიური, არამედ ქიმიური საფრთხეა.

ნოვოურალსკის ხელმძღვანელმა, სადაც ქარხანა მდებარეობს, ვიაჩესლავ ტიუმენსევმა მოუწოდა ქალაქის მცხოვრებლებს, „პანიკას არ აყვნენ" და „არ გაავრცელონ შეტყობინებები მესინჯერების საშუალებით".

„იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე, აუხსენით მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერს ის VKontakte-ის საკუთარ გვერდზე.

დამოუკიდებელ წყაროებს ახალი ამბების გამოქვეყნების მომენტში საწარმოს ტერიტორიაზე რადიაციული ფონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია