ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში - ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა

საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში, საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით.

„ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს.

საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, რომელიც ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს! ნება მომეცით აქ დავამტკიცოთ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება და გადაწყვეტილება განაგრძოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა საფრანგეთთან, იმ ყველაფრის საფუძველზე, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ” , - დასძინა ღარიბაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის