გიორგი რუხაძე - რიტორიკა, რომ ევროპარლამენტარები „ოდიოზური ხალხია“,  არ შეიძლება - პრობლემა არის იმაში, როგორც იქცევა ჩვენი ხელისუფლება და არა იმაში, რომ ყველა ცდება დედამიწის ზურგზე

მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: „რაღაცას მე ხომ არ ვაკეთებ არასწორად?“ - როგორ შეიძლება ყველა არასწორად მოქმედებდეს და ყველა ქვეყანა არამეგობრული იყოს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ექსპერტი გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ევროპარლამენტარებისა და დიპლომატების მისამართით.

გიორგი რუხაძის განცხადებით, პრობლემა არის იმაში, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქცევა და არა იმაში, რომ „ყველა ცდება დედამიწის ზურგზე“.

„ელჩი სახელი და გვარი კი არ არის, როცა ელჩთან პრეტენზია გაქვს, სახელმწიფოსთან გაქვს პრეტენზია. თუ კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ელჩი იქცევა ცუდად, გამოდის, რომ აშშ-ის ხელისუფლება იქცევა ცუდად. გამოვიდა, რომ აშშ-იც არამეგობრულადაა განწყობილი. 50 ევროპარლამენტარზე „ოდიოზური“ რომ თქვა, ის 50 ევროპარლამენტარი ქვეყანას არ წარმოადგენს? შესაბამისად რა გამოდის? ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობაც ჩვენდამი არამეგობრულადაა განწყობილი?

მე მგონი „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, „რაღაცას მე ხომ არ ვაკეთებ არასწორად?“, როგორ შეიძლება ყველა არასწორად მოქმედებდეს და ყველა ქვეყანა არამეგობრული იყოს. 5 წლის წინ ხომ ეს ქვეყნები მეგობრულად იყვნენ განწყობილი ამ ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ხომ არ გვახსოვს ასეთი რიტორიკა? როდესაც ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, რომ ყველა შენი მეგობარი, შენთვის ახლა მეგობარი აღარ არის, ესე იგი პრობლემა იქით მხარეს კი არა, აქეთ მხარესაა. არ შეიძლება დასავლეთში ყველა ცდებოდეს და საქართველოს ხელისუფლება იყოს მხოლოდ მართალი.

ორი ევროპარლამენტარიც რომ ითხოვდეს რამეს, შენი მხრიდან ასეთი რიტორიკა, რომ ეგენი „ოდიოზური ხალხია“ არ შეიძლება, ევროპარლამენტარები გამოდიან და ამბობენ, რომ კობახიძე ოდიოზური ფიგურააო? გსმენიათ ეგეთი? ამიტომ, მოდი, მივიდეთ იქამდე, რომ პრობლემა არის ამ ხელისუფლებაში. პრობლემა არის იმაში, როგორც ჩვენი ხელისუფლება იქცევა და არა იმაში, რომ ყველა ცდება დედამიწის ზურგზე“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა