გიორგი სააკაშვილი - მმართველი პარტია ალბათობას უშვებს, ფაქტია - სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიძლება შეიწყალოს

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მართლა გააჩნია ისტორიული შანსი, მივესალმები, თუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ნაბიჯს გადადგამს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კითხვაზე, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შეიძლება თუ არა, ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალოს და ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლოს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ კარგად ახსოვს პრეზიდენტის ფრაზა -„არა და არასდროს“, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ძმამ გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მოგვიანებით გაკეთებული განცხადებაც, რომელიც ე.წ. ელექტრონულ სამაჯურს უკავშირდებოდა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს - „არა და არასდროს“. შემდეგში თქვა: ელექტრონული სამაჯური.

როცა სასამართლო პროცესზე, ჩემი ძმის ჩართვა იყო, თქვა, მზად ვარ, გამოვიდე ელექტრონული სამაჯურით, დავჯდე და დავილაპარაკოო, ვინაიდან, ერთ მხარესაც უნდა მოუსმინოს მოსახლეობამ და მეორე მხარესაც. 2012 წლის შემდეგ, ყოველდღიური პროპაგანდაა, რომ მიშა ცუდია, მიშა ასეთია, ისეთია, მაგრამ ფაქტია, რომ მილიონი ადამიანი მიშა სააკაშვილის იდეებს სტაბილურად უჭერს მხარს.

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მართლა გააჩნია ისტორიული შანსი, მივესალმები, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ვინაიდან, ჩვენ, ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარვდგებით, როგორც მართლა დემოკრატიის შუქურა.

გვარამიას შეწყალებას სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი, მოხდა პოლარიზაცია? მმართველი პარტია ალბათობას უშვებს ფაქტია, რომ ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს. ისტორია განსჯის, [სააკაშვილს] რა შეთითხნილი მიზეზებითაც აქვს წარდგენილი ბრალდებები, მაგრამ ახლა, ჩემთვის, როგორც ძმისთვის, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელს ვხედავდე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინიმუმ, გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს