შალვა პაპუაშვილი - სამარცხვინო ინციდენტია, საერთოდ გაუგებარია, ეს რა ქცევა იყო - სამწუხაროდ, პოლონელმა ექიმებმა ნდობა ბოროტად გამოიყენეს

ესეც ერთ-ერთი, სამწუხაროდ, სამარცხვინო ინციდენტია, საერთოდ გაუგებარია, ეს რა ქცევა იყო, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში ვიზიტად მყოფი პოლონელი ერთ-ერთი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას, ფეხსაცმლის საშუალებით, მამულად ცდილობდა.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საკითხთან მიმართებით პოლონეთის ელჩთან გასაუბრება შედგება.

„საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის ანგარიში გაუწია იმ მდგომარეობას, რომ თუკი საჭირო იყო კიდევ ვინმე დარწმუნებულიყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამედიცინო მომსახურება სათანადოდაა, ამის შესაძლებლობა მიეცა. სამწუხაროდ, ეს ნდობა ბოროტად გამოიყენეს. ეს არ არის ჩვეულებრივი ჯგუფი, ეს გახლავთ პოლონეთის მთავრობასთან არსებული სპეციალური სამედიცინო ჯგუფი და როდესაც ამ ნდობის და კეთილგანწყობის ასე ბოროტად გამოყენება ხდება, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. გუშინ იუსტიციის მინისტრმაც მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, იმედი მაქვს, რომ პოლონეთის ელჩთან გასაუბრება მალე შედგება, რათა მისი პოზიცია დაფიქსირდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე კი, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე და აღნიშნა, რომ „ყველა ხვდება მისი ჩუმად შემოპარვის მიზანი რა იყო - საქართველოში რომ სიტუაცია აერია, შემდეგ დაპირისპირება ყოფილიყო“.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შემოპარვას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული, გასაგებია, რომ მას საქართველოს მიმართ კეთილი ზრახვები არ აქვს. უკვე ღიად ჩანს, ვინ იყო და რჩება მისი ამ ქცევის პოლიტიკურ მხარდამჭერად. ვხედავთ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე არიან გადაფარებული არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართა აქვთ განსაკუთრებული სიმპათიები ან მხარდაჭერა, მიხეილ სააკაშვილი არის ინსტრუმენტი და სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენება უნდოდათ შარშან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთიო დღით ადრე იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა აერიათ. ყველა ხვდება მისი ჩუმად შემოპარვის მიზანი რა იყო - საქართველოში რომ სიტუაცია აერია, შემდეგ დაპირისპირება ყოფილიყო და მერე ვისი ტანკი იდგებოდა საქართველოს ქუჩებში და ვისი ტყვია გაისროდა, ეს უკვე აღარავინ იცის. ჩვენ, მაშინ ყველამ გაგვწირა, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდა, მასთან ერთად კონფერენციებს და სემინარებს ატარებდნენ და მის ასეთ ქცევას ამით აგულიანებდნენ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოში შემოპარულიყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ მათ შორის გაგვწირა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა.

მისი განმარტებით, „ერთადერთი, ვინც საქართველო არეულობას გადაარჩინა, ეს არის უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი დროულად გამოავლინა“.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის