რაც შეეხება[ოპოზიციის] გაერთიანებას, რაც უფრო ერთად იქნებიან მით უფრო დაზიანდებიან, საბოლოო ჯამში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.
პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის პრობლემაა ის, რომ „სინამდვილეში ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან“.
„პრობლემა ოპოზიციაში არის არა მათ სტრუქტურაში, გაერთიანებაში, არამედ პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს პატრიოტ ადამიანს. სინამდვილეში, ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან და ეს არის პრობლემა. რასაც ჩვენ ვხედავთ, მათთვის ავტორიტეტი არის არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებები. ვხედავთ მათ რეაქციებს, განსაკუთრებულ აღტყინებებს უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მიმართ, ამიტომ, ეს არის პრობლემა. თუ არ არიან ქართველი პოლიტიკოსები არც უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ მხარს დაუჭერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.