ირაკლი კობახიძე - სანამ ლისზე მომხდარ ამბებს გამოვიძიებთ, ჯერ 7-8 მარტის ძალადობა უნდა გამოვიძიოთ, რა დროსაც ადამიანზე ძალადობის ძალიან მძიმე ფაქტები იყო, რუსთაველი ლამის გადაწვეს, ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სანამ მთავრობა „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეთა აქციის შედეგად ლისზე მომხდარ ამბებს გამოიძიებს, ქრონოლოგიურად, 7-8 მარტს დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები უნდა გამოიძიოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7-8 მარტს ძალადობრივი და ვანდალური ქმედებები ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატულ, ვიდრე ეს 8 ივლისს ლისის ტერიტორიაზე მოხდა.

კობახიძის თქმით, მარტის აქციების შემდეგ მოძალადე ადამიანების ქცევას აქებდნენ, რაც ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა, ხოლო ხელისუფლებას ძალადობასთან მიმართებით „ერთმაგი სტანდარტი აქვს“.

„გამოძიება ყველა დანაშაულს სჭირდება, მაგრამ სანამ ლისზე მომხდარ ამბებს გამოვიძიებთ, ქრონოლოგიურად, ჯერ 7-8 მარტის ძალადობა უნდა გამოვიძიოთ. მარტის შემთხვევები სათანადოდ უნდა გამოვიძიოთ, შესაბამისი ადამიანები პასუხისგებაში მიეცნენ და ამის შემდეგ, მოვა დრო იმისთვის, რომ ლისზე მომხდარი მოვლენები გამოვიძიოთ. 7-8 მარტს ადამიანზე ძალადობის ძალიან მძიმე ფაქტები იყო, რუსთაველი ლამის გადაწვეს და ვანდალიზმის მრავალი შემთხვევა იყო. ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ, ამის ნახევარიც კი არ მომხდარა. 7-8 მარტს ეს ყველაფერი ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული.

ჩვენ ყოველგვარი ძალადობა დავგმეთ, თუმცა მარტის მოვლენების შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობდნენ, პირიქით, აქებდნენ და მათ ქცევას არავინ გმობდა ეს არის ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ხელისუფლებას ძალადობის მიმართ ერთმაგი სტანდარტი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას